სემეკ-ი „თელასსა“ და „თელმიკოში“ შევიდა

რატომ ფიქსირდება ხარვეზები „თელასისა“ და „თელმიკოს“ მომსახურებაში და რატომ იღებენ მოქალაქეები მომატებულ გადასახადს და ზოგჯერ თვეში ორ ქვითარს. კომპანიების შემოწმება დღეიდან დაიწყო. სემეკი-ს გადაწყვეტილებით, სპეციალურმა კომისიამ დეკემბრის და იანვრის მონაცემები ერთი თვის ვადაში უნდა გამოიკვლიოს. შემოწმების გადაწყვეტილება სემეკ-ში მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე მიიღეს. მარეგულირებელ კომისიას მარტის დასაწყისში უნდა ჰქონდეს პასუხი კითხვაზე – დაერიცხათ თუ არა მოქალაქეებს ელექტროენერგიის ზედმეტი გადასახადი. სემეკ-ში არ გამორიცხავენ, რომ ორივე კომპანიას ჯარიმები დაეკისროთ. აბონენტებს კი ზედმეტად გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ.

დატოვე კომენტარი