აქცია სემეკ-თან

აქცია-პერფორმანსი მოაწყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობასთან „ქართულმა დასმა“. ამ ფორმით მათ ბუნებრივი აირისა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ოჯახებს, რომლებიც სარგებლობენ სუბსიდიით, გაზის ტარიფის ზრდა არ უნდა შეეხოთ. ასევე გაზრდილი ტარიფი უნდა დაუბრუნდეს საწყის ნიშნულს. წინააღმდეგ შემთხვევაში „ქართული დასი“ პერმანენტული საპროტესტო აქციების გამართვას აანონსებს.