აქცია სემეკ-თან

18:28, 03.06.2021

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ბუნებრივი აირის ტარიფის შემცირებას ითხოვენ.

მოთხოვნა სემეკ-ის სხდომაზე დისტანციურად დააყენეს. მათი თქმით, დღეს მოქმედი ტარიფი სემეკ-მა ხელახლა უნდა განიხილოს. სემეკ-ის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან საკითხზე საუბრის შემდეგ, „ლეიბორისტული პარტიის“ წევრებმა სხდომაზე შესვლა მოითხოვეს. მათი განცხადებით, დავით ნარმანიასგან ტარიფის ზრდაზე არგუმენტები ვერ მოისმინეს.

მსგავსი