ჩვენს მომდევნო სიუჟეტში მოგიყვებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე პატარა სოფელზე, რომელიც ზღვის დონიდან 820 მეტრზე მდებარეობს.
მაღალმთიან სოფელ ფხოველში არც მაღაზიაა და არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. ზამთრის უხვი ნალექისა და ძლიერი ყინვის დროს სოფლამდე მისვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანითაა შესაძლებელი. რთული პირობების მიუხედავად, აქაურებს განსაკუთრებულად უყვართ საკუთარი პატარა სოფელი და მის დატოვებას არ აპირებენ.
ფხოველის მცხოვრებლების პრობლემების გასაცნობად სოფელში ჩვენი გადამღები ჯგუფი ჩავიდა, – ნახეთ ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი