ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გახშირდა შეტყობინებები ცხოველთა მხრიდან აგრესიის შესახებ. მათივე ინფორმაციით, პრობლემაა ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, მეპატრონეები არ იცავენ წესებს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განმარტავენ, რომ პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რეგულაციის გამკაცრებას ითვალისწინებს. ეს ეხება როგორც დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობის გაზრდას, ასევე მონიტორინგის გამკაცრებას.