მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია

მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაციის, კასტრაციისა და აცრის პროგრამა დაიწყო. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, მობილური ვეტერინარული კლინიკის საშუალებით სხვადასხვა მისამართზე გადაადგილდება. პროგრამა ქუჩის ცხოველებზე მზრუნველ ადამიანებთან კოორდინაციით ხორციელდება.

თითოეულ უბანში ცხოველების სტერილიზაციას მათზე მზრუნველი ადამიანები ადგილზე დაელოდებიან და ოპერაციის დასრულების შემდეგ, გასტერილებულ და ვაქცინირებულ ცხოველებს ჩაიბარებენ.