„საწუთრო სიზმარივით ილევა“ – რუსთაველის თეატრის მცირე სცენა 7 ნოემბერს აზერბაიჯანელი პოეტის ლექსების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს დაეთმობა. ლეილა ალიევას შემოქმედებაზე აგებულ დადგმას რუსთაველის, მარჯანიშვილის და კინომსახიობთა თეატრების მსახიობები და დამოუკიდებელი ხელოვანები წარმოადგენენ.
სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა – „ჩემი გატეხვა უნდათ“, – ეს არის მეტაფორა, რომელიც რეჟისორისთვის სპექტაკლის ღერძად იქცა. პროექტი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.