გიორგი გეგეჭკორისა და ნათელა ურუშაძის საიუბილეო საღამო

12:25, 03.11.2023

რუსთაველის თეატრში მსახიობ გიორგი გეგეჭკორისა და თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვიდეოკოლაჟით წარმოადგინეს გიორგი გეგეჭკორის კინოროლები და ნათელა ურუშაძის მიერ საქართველოს ტელევიზიისთვის შექმნილი თეატრალური პროგრამები.

საღამოს, რომლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა, საფუძვლად დაედო მდიდარი საარქივო მასალა, რომელიც საქართველოს ეროვნულ, სატელევიზიო თუ რადიომაუწყებლობის არქივში არის დაცული.

მსგავსი