10 წლის წინ გაუჩინარებული დავით ცინდელიანის და პაატა ქარდავას საქმის განხილვა შესაძლოა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში გაგრძელდეს.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებას ახლობლები უნდობლობას უცხადებენ. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის და სატყეო სააგენტოს რეინჯერის კვალი 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღეში დაიკარგა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაწყებული გამოძიების დროს საქმეზე ბრალი კუდის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომან შამათავას წაუყენეს. თვითმხილველთა შემზარავი ჩვენებების მიუხედავად, სასამართლოს ორმა ინსტანციამ შამათავა გაუჩინარებულთა განზრახ მკვლელობის ნაცვლად, დამნაშავედ მკვლელობის მცდელობაში სცნო.