დაჭრა თბილისში

ძაღლების ჩხუბის მიზეზით დაწყებული დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდა ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა. ის 1982 წელს დაბადებული მამაკაცია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით 2002 წელს დაბადებული 17 წლის ბიჭი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.