მთავარეპისკოპოსი ზენონი მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალონ

მთავარეპისკოპოსი ზენონი მიიჩნევს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა შეიწყალონ. ამის შესახებ მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ არ იცნობს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. არც ის იცის, რამდენად დამნაშავეა ან უდანაშაულო. თუმცა, საპყრობილეში მისი ყოფნა, მითუმეტეს “მკვლელობის მცდელობის” ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია მთლიანობაში.

“ვფიქრობ, ე.წ ციანიდის საქმესთან დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც,” – აცხადებს მთავარეპისკოპოსი ზენონი.