დაჭრის ფაქტი ქარელის მუნიციპალიტეტში

ხაშურის რაიონული სასამართლო ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე მსჯელობს. შემთხვევა ქარელის მუნიციპალიტეტში მოხდა. ქმარმა ცოლს ბლაგვი საგნით თავის არეში რამდენიმე დაზიანება მიაყენა. ის თავდაპირველად ხაშურის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.