ფრაქცია „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“ პარლამენტში რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირა. დოკუმენტში გაწერილია ის პირობები, რომელიც ეხება პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლებას. ფრაქციაში აცხადებენ, რომ პროპორციული არჩევნების ჩატარება საკმარისი არ იქნება, თუ პოლიტიკოსებმა არ გაითვალისწინეს, ქვეყანა ამ რეალობამდე რამ მოიყვანა.