საკონსტიტუციო ცვლილებები

წარადგენს თუ არა უმრავლესობა პარლამენტში მეორე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩასწორებულ ვარიანტს, – ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში ისევ აქტუალურია. საუბარია, დარჩება თუ არა ორპროცენტიანი ბარიერი და ჩაიწერება თუ არა სრულად პროპორციული არჩევნების პუნქტთან, ფრაზა მომდევნო არჩევნები. პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მრავალპარტიულობა დემოკრატიისთვის აუცილებელია. სხვა შემთხვევაში პარლამენტში არავინ იქნება, ვინც მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე ისაუბრებს, – ამბობს ელისაშვილი. მმართველ გუნდში კი არ გამორიცხავენ, რომ შეთანხმება შესაძლოა მართლად შედგეს. თუმცა ამბობენ, რომ ეს იქნება უმრავლესობის კეთილი ნება და არა ვალდებულება.