ნატო-ს წევრები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას აძლიერებენ. ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს: „მოკავშირეებმა ბელგიიდან, კანადიდან, ჩეხეთიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და შეერთებული შტატებიდან გააგზავნეს ან ამტკიცებენ სამხედრო დახმარებას, როგორიც არის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და რაკეტები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობა. იტალია ამზადებს ფინანსურ მხარდაჭერას, ესპანეთი ჰუმანიტარულ დახმარებას. თურქეთი ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან აღრმავებს კავშირებს თავდაცვის სფეროში. ნატო მრავალი წელია, მხარს უჭერს უკრაინელებს თავის დაცვაში. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ამის გაკეთებას და მოვუწოდებთ სხვებსაც, გააკეთონ იგივე“, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.