ჩხოროწყუში მოსახლეობამ უკრაინის დასახმარებლად სისხლის ჩაბარება დაიწყო. სპეციალურად მოეწყო სისხლის ჩაბარების პუნქტი, სადაც ქუთაისელი მედიკოსების ჯგუფი მუშაობს. სისხლის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ძალიან ბევრია. ჰუმანიტარულ აქციაში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობაა ჩართული.