ვითარება ისრაელში

ისრაელი ღაზის დაბომბვას განაგრძობს – პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, თითქმის 5 800 ადამიანი დაიღუპა, მათგან 2 000 მცირეწლოვანი ბავშვია. „ჰამასის“ მიერ გატაცებული 200-ზე მეტი მძევალი კვლავ ღაზაში რჩება.

ამასთან, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი მძიმდება, თუმცა ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ საწვავის შეტანას, რადგან „ჰამასს“ ეს მათი საოპერაციო მიზნებისთვის სჭირდება. პალესტინის წითელი ჯვრის განცხადებით, ღამით რვა ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატვირთო მანქანა ღაზის სექტორში ეგვიპტიდან შევიდა.