ჩხოროწყუში უკრაინის დასახმარებლად სისხლს აბარებენ

ჩხოროწყუში მოსახლეობამ უკრაინის დასახმარებლად სისხლის ჩაბარება დაიწყო. სპეციალურად მოეწყო სისხლის ჩაბარების პუნქტი, სადაც ქუთაისელი მედიკოსების ჯგუფი მუშაობს. სისხლის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა ძალიან ბევრია. ჰუმანიტარულ აქციაში მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობაა ჩართული.