ალექსეი ნავალნის სიკვდილი - ჯოზეფ ბაიდენის განცხადება

აშშ-ის პრეზიდენტი ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა დროული იქნება, რომ ამერიკელმა პოლიტიკოსებმა მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 2021 წლის ივლისში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ თუ ნავალნი კოლონიაში მოკვდებოდა, რუსეთისთვის დამანგრეველი შედეგი დადგებოდა. ჟურნალისტებმა ბაიდენს მისი ეს განცხადება შეახსენეს, რაზეც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უკვე იგრძნო შედეგები სანქციების სახით, რომლებიც აშშ-მა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის გამო დააწესა.