ჩხოროწყუში ქალაქისა და ერთ-ერთი უბნის დამაკავშირებელი ხიდის ჩანგრევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე სატვირთო ავტომობილი გადადიოდა. მათივე თქმით, დანგრეულმა ხიდმა სატვირთო ავტომობილი და მისი მძღოლი მოიყოლა, რომელიც მდინარეში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.