„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ ახალი წევრი წარადგინა
პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ ახალი წევრი, ბესიკ ესებუა წარადგინა. ის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ესებუა ჩხოროწყუში „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ პარტიის თავმჯდომარე იქნება.