შემთხვევა ჩხოროწყუში

ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ბავშვები ჩხოროწყუს მერიის პირველ სართულზე, საპირფარეშოში შეიყვანა. მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან, რის შემდეგაც ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით არის დაწყებული, რაც იძულებას გულისხმობს.