მკვლელობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

35 წლამდე მამაკაცმა საკუთარი მამა ცივი იარაღით მოკლა. მკვლელობა წუხელ, გვიან ღამით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა მამას რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა. შვილმა კი თვითდაზიანებები მიიყენა და ის ახლა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარს წინ მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა. ისინი სახლში მარტო იყვნენ და დანაშაულს თვითმხილველი არ ჰყავს. გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

დატოვე კომენტარი