ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმს აწესებს

ჩინეთი ექვს ევროპულ ქვეყანასთან 14 მარტიდან უვიზო რეჟიმს აწესებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა. მინისტრის თქმით, ჩინეთი უვიზო რეჟიმს აამოქმედებს შვეიცარიის, ირლანდიის, უნგრეთის, ავსტრიის, ბელგიისა და ლუქსემბურგის მოქალაქეებისთვის. როგორც ვან იმ აღნიშნა, სავიზო რეჟიმის შემსუბუქება ჩინეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობას უფრო მოსახერხებელს გახდის და დაეხმარება, რომ ჩინეთში უცხოელმა მეგობრებმა თავი იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა საქართველოს უვიზო რეჟიმი 26 თებერვალს დააწესა.