პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა

შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა. დისკუსიისას ხაზი გაესვა მხარეებს შორის ინტენსიურ კავშირებს, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიურ დინამიკას. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველო და კორეა მხარს უჭერენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და მადლობა გადაუხადა კორეულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, საქართველოში კორეის სრულუფლებიანი საელჩოს გახსნა, პირდაპირი ფრენების დანიშვნა, უვიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება. ხაზი გაესვა ნენსკრა ჰესის პროექტის მნიშვნელობას საქართველო-კორეის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში.