აქცია პარლამენტთან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებენ. მათი თქმით, ფრენების აღდგენით ხელისუფლება უდიდეს ზიანს მიაყენებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, აქციები გაგრძელდება.