ახალი სასწავლო წელი პროტესტით დაიწყო თბილისის 67-ე სკოლისთვის. კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე სასწავლებელში მოსწავლეების ნაწილი გაკვეთილებს პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. მოზარდები შენობაში არსებულმა პირობებმა გააღიზიანა. მცდელობის მიუხედავად, მათ დღეს ადმინისტრაციისგან ვერ მიიღეს პასუხი თუ რატომ ვერ ხერხდება შენობის რეაბილიტაცია.
მოსწავლეების და მშობლების პროტესტი სკოლის ფარგლებს გასცდა, საკითხი დღეს პარლამენტშიც აქტუალური იყო.