ახალი სასწავლო წელი დაიწყო

55 ათასზე მეტი პირველკლასელისთვის დღეს სკოლის ზარი პირველად დაირეკა.

ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი ოფიციალურად დაიწყო. რეაბილიტირებული და ახალი სასწავლო დაწესებულებები და თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობა სკოლებში ათასობით მოსწავლეს დახვდა. თუმცა, რამდენიმე სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ვერ დაიწყო. მიზეზი სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების გაჭიანურებაა.