ბრიტანეთის მეფედ ჩარლზ მესამე ოფიციალურად გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ, შეკრებილ მოქალაქეებს წმინდა ჯეიმსის სასახლის აივნიდან ამცნეს. მეფედ კურთხევის ცერემონიამდე, სასახლეში სამეფო ტახტის მემკვიდრის საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გაერთიანებული სამეფოს მონარქად ჩარლზის არჩევის გადაწყვეტილება მიიღეს. ახალი მეფის გამოცხადების შემდეგ, წმინდა ჯეიმსის სასახლის ეზოში ბრიტანეთის ჰიმნი შესრულდა, რის შემდეგაც საზეიმოდ ქვემეხებიდან გაისროლეს.
ჩარლზ მესამეს გაერთიანებული სამეფოს ტახტზე ასვლა საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა: „ვულოცავ მის უდიდებულესობას, ჩარლზ მესამეს ტახტზე ასვლას. დაე, მისმა მეფობამ კეთილდღეობის ახალი დონე მოიტანოს მისი ხალხისთვის“- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.