იერუსალიმში, ქრისტეს აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. ცეცხლი დაახლოებით ოთხის ნახევარზე, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს ღამით დეკანოზი შალვა კეკელია ჩამოაბრძანებს და ის საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში განაწილდება.