იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა. ზეციური ცეცხლი კი ქრისტეს საფლავზე თბილისის დროით 15:13 წუთზე გადმოვიდა.
სპეციალურად ამ დღისთვის, აღდგომის ტაძარში ტრადიციულად მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან ქართველებიც. წმინდა ცეცხლს ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს. ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, წელს იერუსალიმში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრებულია.