ბულინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანტიბულინგური კამპანია გამართეს. ღონისძიების ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე შექმნილი პოსტერები გამოფინეს და სკოლის ეზო თემატური სიმბოლოებით მოხატეს.
საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა, ძალადობის თემაზე დებატები გამართეს და კამპანია მათ მიერ შექმნილი ფილმის ჩვენებით დაასრულეს.