ბრიფინგი ცესკო-ში

საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობის პროცესი დაასრულა. ცესკო-ს ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა 3 497 345 ამომრჩეველს შეადგენს. აქედან 39 135 მოქალაქე არჩევნებში მონაწილეობას პირველად მიიღებს. სია ხელმისაწვდომია ცესკო-ს ვებგვერდზე. ცესკო-ს ინფორმაციით, უკვე დაიწყო საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვაც. პროცესს ცესკო-ს წევრები და სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან.