მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა ცესკო-ში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლებს ინფორმაციას ინტენსიურ რეჟიმში აწვდის.