ცესკო-ს სპიკერის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისია თანამშრომლების მიმართ შესაძლო ზეწოლასა და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ გამოყენების მცდელობას ეხმაურება. ცესკო აღნიშნულ ფაქტს თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლად და საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტად აფასებს. ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის პრეს-სპიკერის განცხადებით, აღნიშნულ შემთხვევაზე საარჩევნო ადმინისტრაცია კანონით გათვალისწინებული ზომებს მიიღებს, მათ შორის, მოხდება საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება.