ბრალის წარდგენა

სენაკში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სამი პირიდან, ორი ფოთში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულებს დღეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ორივეს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულების თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ბრალდებული გ.წ. კი დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით სამი პირი 24 აპრილს დააკავეს.
.