საია-ს სარჩელი ცესკო-ს წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე სასამართლო სხდომა დასრულდა, რომელიც სენაკში ცესკო-ს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას უკავშირდებოდა.

საკითხზე გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე ექვს თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი კი აცხადებს, რომ ცესკო-მ იხელმძღვანელა მოქმედი რეგულაციებით და კანონის სრული დაცვით.