კამპანია „ემეგობრე პოლიციას“

„ემეგობრე პოლიციას“ კამპანიის ფარგლებში, ორდღიანი ღონისძიება იმართება ზუგდიდში. მოქალაქეს შესაძლებლობა აქვთ სპეცტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერონ. ხვალ კი სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდება. პროექტი მოიცავს შსს-ს დანაყოფების, კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მომსახურების სააგენტოს და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის წარმომადგენლების ვიზიტებს.  მიზანია, ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.