ხმაური გორის მესამე საჯარო სკოლაში

ხმაური იყო გორის მესამე საჯარო სკოლაში. ადგილზე საპატრულო პოლიციაც იმყოფებოდა. პატრული სკოლის დირექტორმა მას შემდეგ გამოიძახა, როცა სკოლაში გათავისუფლებული პედაგოგი მივიდა. ფიზმომზადების პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ სკოლის დირექტორმა სამსახურიდან დღეს გაათავისუფლა. გათავისუფლების მიზეზად სკოლაში ფიზკულტურის ორ პედაგოგს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება სახელდება. თეა კეჩხუაშილი ამბობს, რომ კოლეგა მას ფიზიკურად დაუპირისპირდა. სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგი დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.