სარეაბილიტაციო სამუშაოები

12:20, 17.08.2022

სენაკში, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე, მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდ-ბოგირების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას. მიმდინარე პროცესს სენაკის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მასშტაბური პროექტის ღირებულება 4 950 423 ლარია და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.

მსგავსი