სენაკში, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ხუთკილომეტრიან მონაკვეთზე, მასშტაბური სამუშაოები გრძელდება.
პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას, ხიდ-ბოგირების, საფეხმავლო ბილიკების, ეზოების შესასვლელებისა და გაბიონების მოწყობას. მიმდინარე პროცესს სენაკის მერი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. მასშტაბური პროექტის ღირებულება 4 950 423 ლარია და მას საავტომობილო გზების დეპარტამენტი აწარმოებს.