ბრალდება ზუგდიდის ყოფილ მაღალჩინოსნებს

ქრთამის აღების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ორგანიზაცია დაიცავი საქართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კახა მიქაია იკითხება.

მიქაია აპირებს სუს-ის ანტიკორუფციულ სამსახურს გადასცეს ფარული ჩანაწერიც, რომელშიც მისივე ინფორმაციით, ზუგდიდის მერიის უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები და ბიზნესმენი თანხის გადაცემაზე და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ.

რამდენიმე წუთის წინ გამოკითხვაზე ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგიაც მივიდა.