სასამართლო პროცესი

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას სასამართლომ რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ირაკლი კაკულიას სახელმწიფო ბრალდება ქრთამის აღებას, თაღლითობაში დახმარებას, თანხის გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საქმე ეხება ფოთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს. პატიმრობა მიესაჯათ ასევე ირაკლი კაკულიასთან ერთად დაკავებულ მერიის ყოფილ თანამდებობის პირებსაც. ირაკლი კაკულიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონოა და ის გასაჩივრდება. ფოთის ყოფილი მერი, იმჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და რამდენიმე პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 8 ნოემბერს დააკავა.