სამების საკათედრო ტაძარში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, ხატებთან ბრაილის შრიფტით აწყობილი ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო განაგრძობს სოციალურ პროექტს შშმ პირებისთვის. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად გამოდის ბრაილის შრიფტით აწყობილი ინტერრელიგიური კალენდარი, უკვე გამოიცა ბიბლიის ოთხი წიგნი. ლოცვები ბრაილის შრიფტით უკვე განთავსებულია ფონიჭალის წმინდა თამარის სახელობის ტაძარში.