ბოლნისის თეატრი 80 წლისაა – საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. თეატრის ფოიეში მოეწყო ბოლნისის თეატრის ისტორიისა და დღევანდელობის ამსახველი ფოტოგამოფენა, რის შემდეგაც მაყურებელმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დადგმული სპექტაკლი, „ჰამლეტი“ ნახა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ ხელოვანებიც დააჯილდოვა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თეატრის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.