ილია მეორის აღსაყდრების 45 წლისადმი მიძღვნილი საღამო

კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ „იცანის“ ორგანიზებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 45 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა. მომდევნო, რიგით მეცამეტე საღამო მიტროპოლიტ ნაზარ ლეჟავას ცხოვრებასა და მოწამეობრივ ღვაწლს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილე მსახიობებმა დამსწრე სტუმრებს მიტროპოლიტის ცხოვრების დეტალები გააცნეს. საღამოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.