მზადება 26 მაისისთვის

ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, საზეიმო ღონისძიებები, სამხედრო ტექნიკის გამოფენა – ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი გავიდა. 26 მაისის პროგრამა მრავალფეროვანია – წვევამდელები თბილისის გარდა ფიცს კიდევ 10 ისტორიულ ადგილზე დადებენ, დაგეგმილია კონცერტები და გამოფენები მთელი ქვეყნის მასშტაბით. დედაქალაქში ღონისძიებების მთავარ ადგილად ტრადიციულად თავისუფლების მოედანი და რუსთაველის გამზირია შერჩეული, სადაც საკუთარი პროგრამით იქნება წარმოდგენილი საქართველოს რადიოც.