საახალწლო სამზადისი ბათუმში

2023 წელს ქვეყნის 63 ქალაქში საზეიმო ღონისძიებებით ხვდებიან – თბილისის მსგავსად, გალაკონცერტი გაიმართება ბათუმშიც. ევროპის მოედანზე საზეიმო ღონისძიება 23:00 საათზე დაიწყება და მასში ქართველი მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. მოედანზე დილიდან ხალხმრავლობაა, სადღესასწაულო განწყობას ქმნის საგანგებოდ მოწყობილი საშობაო ბაზრობა და საბავშვო სივრცეები.

მერაბ წულუკიძე ბათუმიდან დეტალებით.