„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიის, BMW ცენტრის დირექტორის მოადგილე, ალექსანდრე ხაჩიშვილი იმყოფებოდა, თუმცა მან გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
ხაჩიშვილის განცხადებით, ის უშუალოდ თიბისი ბანკიდან თანხის გატანისას ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ბანკში თანხის გატანას სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანიც ესწრებოდა, ადგილზე კი შეირაღებული პირები იმყოფებოდნენ.
ამ წუთებში პროკურატურაში გამოკითხვაზე „ომეგა ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი კომპანიიის დირექტორს, დავით ფანქველაშვილს ელოდებიან.