„ომეგას“ საქმე და TBC ბანკის განმარტება

როგორ მოხდა თიბისი ბანკიდან ზაზა ოქუაშვილის კომპანიის კუთვნილი მილიონ შვიდასი ათასი ამერიკული დოლარის გატანა. პროკურატურაში დღეს „ომეგას“ საქმეზე ჯგუფში შემავალი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ. ორივემ გამოკითხვა სასამართლოში ითხოვა. მედიასთან კი ბანკიდან ფულის გამოტანის დღე გაიხსენეს. როგორც ალექსანდრე ხაჩიშვილი და დავით ფანქველაშვილი ამბობენ, მათ ეგონათ, რომ თანხა საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის გამოჰქონდათ. ადგილზე არსებულმა ვითარებამ კი კონკრეტული ეჭვები გაუჩინათ. დღესვე საკითხზე მორიგი განმარტება გააკეთა თიბისი ბანკმა. ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ბანკიდან თანხა კანონის სრული დაცვით გაიცა და ბანკის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები სიცრუეა.

დატოვე კომენტარი